მე ამაში ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ის პოლიტიკოსები, ვინც ხვალიდან გადაწყვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, საკუთარ თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. რაც შეეხება შექმნილ რეალობას, მან აღნიშნა, რომ სამუშაო მოიმატებს იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით უფრო მეტი დროის დახარჯვა იქნება საჭირო უმრავლესობის შიგნით ცალკეული საკითხების შესათანხმებლად.

„ეს ბუნებრივი პროცესია. მე ამაში ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ენერგიული და მეტი დროის დათმობა მოგვიწევს ამა თუ იმ საკითხის შესათანხმებლად. ზოგადად, მე მინდა ვთქვა სხვა რამ – ის, რომ ყველამ ცალ-ცალკე გავაკეთეთ დეკლარირება იმის თაობაზე, რომ ჩვენ მომავალ არჩევნებში ცალ-ცალკე წარვდგებით და ხალხსაც დავუდასტურებთ (მე მარტო „ქართულ ოცნებაზე“ არ ვლაპარაკობ) თუ რამდენად რეიტინგულები და საჭირონი ვართ საზოგადოებისთვის, ამაზე უკვე ყველამ გააკეთა განცხადება. ასე რომ ამ თემას არ დავუბრუნდები, მაგრამ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამომრჩველის წინაშე, რომ კოალიცია მომავალ არჩევნებამდე იქნებოდა ერთიანი, ამიტომ თუ ვინმეს ამ პასუხისმგებლობის დეფიციტი გაუჩნდება, მე ცალკეულ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს თანამდებობებზე არიან, ხვალ უცბად თანამდებობიდან გადასკუპებას მოინდომებენ ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნების“ აქტიური კრიტიკის რეჟიმში, მე სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით ვამბობ იმას, რომ ასეთი პოლიტიკოსები საკუთარ თავს ევთანაზიის რეჟიმში გადაიყვანენ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ ევთანაზიის რეჟიმს განმარტება არ სჭირდება. მისივე თქმით, ეს არის, როცა პოლიტიკოსი საკუთარი ნებით სასიცოცხლო აპარატს გამორთავს.

„ეს ადამიანები შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სცენას დიდი ხნით ჩამოშორდნენ. ის ადამიანები, ვინც ხვალიდან გადაწყვეტენ, რომ დღევანდელ მეგობრებს, პარტნიორებს აქტიური კრიტიკის რეჟიმში შეხედონ, უცბად გამოიღვიძეს და გაახსენდათ, რომ იყვნენ უმრავლესობაში და კონიუნქტურა მოითხოვს ახლა მმართველი პარტიის ლანძღვა-გინებას, ასეთი ადამიანების პოლიტკური ცხოვრება საქართველოში იქნება დასრულებული და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Visited 150 times, 1 visit(s) today