მე ბევრად მეტი შანსი მქოდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს

18/07/2016

მე ბევრად მეტი შანსი მქოდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატები მასზე უკეთესები არ არიან.

“ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, თუმცა მსგავსი რაღაცეებიც ხდება. მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს. შესაბამისად, რესურსებიც და შანსიც მქონდა, რადგან მე ძველი გვარდია ვარ “ქართული ოცნების”. სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც “ქართული ოცნების” წევრები არიან. მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არც ერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0