მე ვიქნები გარანტი, რომ ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მე ვიქნები გარანტი, რომ ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების კომენტირებისას.

”მე გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ მოხდეს, ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კიდევ სურვილი და შესაძლებლობა მათივე სამუშაო ფუნქციებიდან, რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ – ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, რომ ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილს ეჭვი ეპარება, რომ დღეს ამას ვინმე აკეთებდეს.

”მე მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი, ავადმყოფური მისწრაფება ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში. მე პირადად მაქვს ზიზღი ამისა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Visited 133 times, 1 visit(s) today