მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა! ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩერებთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადება გააკეთა:

„გამარჯობა ჩემო მეგობრებო, გამარჯობა ჩემო მაყურებელო! ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დრეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ თუ ქვეყანას არ დავტოვებთ.

მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მიყურებთ და მისმენთ მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა რას ვაკეთებ.

მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე დღეს აქ არ ვიჯდე,

მოგესლმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა , იმიტომ რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი.

მე, ინგა ვარ გრიგოლია – ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება…წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩუმა და ვერ გამაჩერა, ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ.“- განაცხადა ინგა გრიოგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში

Visited 195 times, 1 visit(s) today