მზად ვარ შრომისთვის, მზად ვარ ვემსახურო ჩვენს ქალაქს

21/10/2017

მზად ვარ შრომისთვის, მზად ვარ ვემსახურო ჩვენს ქალაქს, თბილისს, თბილისელებს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლას და რამდენიმე დღეში შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, დაფასებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ვიზეიმოთ გამარჯვებები იმ პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის, აწუხებს თბილისს და თბილისელებს. მზად ვარ შრომისთვის, მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩვენს ქალაქს, თბილისს, თბილისელებს. ხვალიდან, ზეგიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და ხვალინდელი თბილისი იქნება უკეთესი, ეკოლოგიური პრობლემები გამოსწორდება, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე, რომ მათ შევუქმნათ ჯანსაღი ცხოვრების გარემო. შესაბამისად, ამ ყველაფერში მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის იმედი, ჩემი თანაგუნდელების იმედი. ჩვენ ამას შევძლებთ მხოლოდ ძლიერი, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდით. ჩვენ ამას შევძლებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი თანამშრომლობით. ჩვენ ამას შევძლებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილებით. შესაბამისად, ამ ყველაფერში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, თითოეული თბილისელის. ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ თითო აგურის დადება ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში. ამის შესაძლებლობას ჩვენ მოგცემთ “, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0