მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ

24/05/2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

ქ.ამბროლაურში, მდ.კრიხულაზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხაა- 830 658ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 27/02/2019-26/06/2019წწ.
ქ.ამბროლაურში მიმდინარეობს სტადიონის მე-3 რიგის სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა 627 774ლარი. სამუშაოების დაწყება- დასრულების ვადებია: 16/04/2019-25/07-2019წწ.

მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14.2კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 19 671 177ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია-20/03/2019-20/09/2020წწ. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს “დაგი+”.

მინისტრის მოადგილეებმა პრობლემური ობიექტებიც დაათვალიერეს.
სოფ.ურავის სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებზე შემსრულებელ კომპანიას არაჯეროვნად სამუშაოების შესრულების გამო, შეუწყდა ხელშეკრულება. ამ ეტაპზე, გამოცხადებულია ტენდერი მეორე რიგის საკონსერვაციო სამუშაოებზე. მიმდინარეობს წესი-ურავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მე-5კმ.ზე დაზიანებული მეწყრული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა- 1 267 767ლარი. სამუშაოების დასრულების ვადაა 18/09/2019წ.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად, რეგიონის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0