მზის PV სისტემების განთავსების კვლევის პირველი ფაზა დასრულდა

15/09/2017

ენერგეტიკის სამინისტროში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული კვლევის პირველი ფაზის შედეგების განხილვა შედგა.
შეხვედრა ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ გახსნა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა.
კვლევა ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადდა და მისი მიზანია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) არსებულ შენობებზე მზის PV სისტემების განთავსების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება.
კვლევის ფარგლებში საქართველოში შესწავლილი იქნა თბილისში, ქუთაისში, რუსთავისა და ბათუმში არსებული პოტენციალი. გარდა ამისა, კვლევაში მოცემულია ევროპაში არსებული საუკეთესო პრაქტიკა მზის PV-ის გავრცელების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0