მთავარი ამოცანაა ჟურნალისტთა უფლებებისა და მედიაპლურალიზმის დაცვა

09/06/2017

ირაკლი კობახიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომლებიც ხორციელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა ჟურნალისტთა უფლებებისა და მედიაპლურალიზმის დაცვა და საქართველოს პარლამენტი პროცესებს მონიტორინგს განახორციელებს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მათ შორის, წარსული თვეების განმავლობაში, როცა
საქმე სასამართლოში მიმდინარეობდა. ვამბობდით, რომ ამ ტელევიზიის მიმართ არანაირი სუბიექტური ინტერესი არ გვაქვს. იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება „ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ პროცესებს. ჩვენთვის მთავარია ჟურნალისტების უფლებების და მედიაპლურალიზმის დაცვა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ კუთხით განახორციელებს პროცესების მონიტორინგს პარლამენტი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0