მთავარი პროკურორი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შედგა შეხვედრა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შორის. გიორგი პაპუაშვილმა მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, თავის მხრივ ირაკლი შოთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.

Visited 143 times, 1 visit(s) today