მთავრობამ პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარა, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენ რეფორმებისთვის წელიწადნახევარი დავკარგეთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იმ საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტს, რომლითაც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუქნცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები ანალოგია იმ მოტივირებული შენიშვნების, რომელიც პრეზიდენტმა წინა მოწვევის პარლამენტს წარუდგინა, თუმცა კანონმდებლებმა შენიშვნები არ გაიზიარეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ორად გაყოფა იყო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეკონომიკასთან.

”ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ეროვნულ ბანკს და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, პრაქტიკულად, ანალოგია იმ მოტივირებული შენიშვნების, რომელიც პრეზიდენტმა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გააგზავნა საქართველოს პარლამენტში და მაშინ პარლამენტმა დაძლია ეს ვეტო. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით ეროვნული ბანკის ორად გაყოფას, რომელიც ცალსახად იყო პოლიტიკური პროცესი და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეკონომიკურ ლოგიკასთან. ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარა, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენ რეფორმებისთვის წელიწადნახევარი დავკარგეთ”, – განაცხადა აბაშაშვილმა.

Visited 147 times, 1 visit(s) today