მთავრობა კიდევ 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობა კიდევ 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს და ისინი საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დევნილები სახლებს თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში მიიღებენ.
2012 წლის შემდეგ, 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და პროცესი, დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელობით, გაგრძელდება.
„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 108 times, 1 visit(s) today