მთავრობა სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების წესის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილება, შესაძლოა 2018 წლამდე ვერ დაიწყოს. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პროგრამა ოთხი თვის განმავლობაში მზად იქნება პილოტირებისათვის. რაც შეეხება ყველა სასამართლო ინსტანციაში მისი ამოქმედების საკითხს, სარჯველაძის თქმით, ამისთვის აუცილებელია უფრო ხანგრძლივი ვადის აღება.

”პროგრამა ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება იმას, თუ როდის ამოქმედდება სრულად, ეს სავარაუდოდ იქნება 2017 წლის ბოლომდე – 31 დეკემბრამდე”, – განაცხადა სარჯველაძემ .

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვაზე დააბრუნა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
დღესვე საკანონმდებლო პაკეტი მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, რის შემდეგაც მსჯელობა რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდა.

Visited 108 times, 1 visit(s) today