მთავრობის ადმინისტრაციაში ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის ადმინისტრაციამ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) უმასპინძლა. შეხვედრას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის, სხვადასხვა უწყებების და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. ჯგუფთან ერთად განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და GREVIO-სთვის 2020 წელს წარდგენილი ანგარიშის შემდგომი პროგრესი. მონიტორინგის ჯგუფი, თემატურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან, ასევე ესტუმრება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს გორში. აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე, ჯგუფი შეიმუშავებს შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს რეკომენდაციებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.

Visited 18 times, 1 visit(s) today