მთავრობის ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, – მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ასევე გაიყოფა შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები.
„ვფიქრობთ, შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 308 times, 1 visit(s) today