მთავრობის მეთაური 100 წლის ომის ვეტერანს, იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცაამოსაბეჭდი ვერსია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია. მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იოსებ ტუხაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.
ომის ვეტერანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ყურადღება ძალიან დასაფასებელია. პრემიერთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიულოცა.

Visited 24 times, 1 visit(s) today