მთავრობის წარმომადგენლები საწვრთნელი ბაზის მშენებლობას გაეცნენ

09/06/2016

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან და კლუბ „ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტთან ოთარ ფედიჩკინთან ერთად ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაათვალიერა. საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის თანახმად იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ორი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობა, რომლებიც 1575 ადგილიან ტრიბუნაზე იქნება გათვლილი. აშენდება 4 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც 3 სართულზე სასტუმრო განთავსდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენერგო სექტორ მშენი” ახორციელებს. ანგისის საფეხბურთო ბაზის მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0