მთავრობი წევრებმა დაშავებულები მოინახულეს

25/11/2017

სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულები კლინიკებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა. კლინიკა “მედცენტრში” ორი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი მეხანძრეა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებენ. მთავრობის წევრები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშიც იმყოფებოდნენ. აქ მკურნალობის კურსს ისრაელის მოქალაქე გადის, 72 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 21 პაციენტი მოთავსდა. დღეს კლინიკაში მხოლოდ ერთი მათგანი დარჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0