მთაწმინდაზე ცეცხლის, ჩაქრობაში, შესაძლოა ვერტმფრენი ჩაერთოს

08/08/2017

მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებში 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. ცეცხლი მიუდგომელ ადგილზეა და შესაძლოა მის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი ხანძარი. ადგილზე ასევე იმყოფებიან ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები. მათი ნაწილი შიშობს, რომ ცეცხლმა შესაძლოა დასახლებულ პუნქტებამდე ჩააღწიოს, რის გამოც შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივების დამშვიდებას საპატრულო პოლიცია ცდილობს. ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0