მთაწმინდისა და კრწანისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება მთაწმინდისა და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს, 30 იანვარს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
,,თელასის” ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ნადიკვარის, გორგასლის, მელქაძის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მთაწმინდისა და კრწანისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
29/01/2016