მთელი ქვეყნის მასშტაბით, ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება იწყება

22/06/2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად იწყებს ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას. მოქალაქეებისთვის დაბალანსებული მიდგომის შეთავაზების მიზნით, შემუშავდა მოდელი, რომელიც გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმს გულისხმობს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით.
წესდება 20%-იანი შეღავათი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში (10 კალენდარული დღე) ჯარიმას გადაიხდიან
6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა 2-ჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, ჯარიმა ერთხელ ჩააბაროს. თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა ვერ უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას, შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს ამ ჯარიმას და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება.
ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინიგით გამცემ კომპანიებს
გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო კომპანიებისთვის
წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0