მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო და დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ეგუება იმ შედეგებს, რომელიც დადგა 11 წლის წინ ოკუპაციის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Visited 103 times, 1 visit(s) today