მთის საერთაშორისო სამიტში საქართველო მონაწილეობას მიიღებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო 2018 წელს საფრანგეთის კურორტ შამონიში დაგეგმილ მთის საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს დელეგაციამ სამიტზე მოწვევა ქალაქ შამონიში მესტიისა და შამონის თვითმმართველობებს შორის 8 ივნისს გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე შამონის მერისგან, ერიკ ფურნიესგან მიიღო.
საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 8 ივნისს მესტიისა და შამონის თვითმართველობებს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შამონის მერთან ერიკ ფურნიესთან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილიე ზაურ ჩართოლანი დაესწრნენ. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა შამონის დელეგაციის ვიზიტი სვანეთში.

Visited 120 times, 1 visit(s) today