მიმდიანრეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები

22/04/2021

გადაუღებელი წვიმების შედეგად, დღეს ლენტეხში ჩოლურ-ლაშხეთის საზღვარზე, ადიდდა მდინარე ხეშკურა და მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება ამ დროისათვის შეუძლებელია. პრობლემების მოსაგვარებლად და სიტუაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე. მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, მიმდიანრეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0