მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დუშეთში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა ლაფანაანთკარისა და ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფ.ლაფანაანთკარში მიმდინარეობს სამანქანე ხიდის მშენებლობა, ხიდის გასწვრივ ეწყობა წყლისგან დამცავი გაბიონები. სოფ.დავათში იხრეშება სამანქანე გზა. სოფ.ნოკორნაში რეაბილიტაცია უკეთდება სოფელში მისასვლელ გზას. სოფ. ჭოპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის შედეგად ჩამოშლილი გზის მონაკვეთზე. სოფ.ბულაჩაურში მოიხრეშა ეკლესიასთან მისასვლელი გზა. ჭოპორტის ხიდის ბურჯთან გაკეთდა გაბიონები. სოფელ საშაბუროში მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობის სამუშაოები და ღრმავდება კალაპოტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

Visited 194 times, 1 visit(s) today