მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქვემო ქართლისთვის

26/12/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი, წლის შემაჯამებელი, სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და მუნიციპალიტეტებში მომავალ წელს განსახორციელებლი ინფასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.

,,საკონსულტაციო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრაზე განვიხილეთ 2017 წელს რეგიონში შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დავგეგმეთ 2018 წლის პრიორიტეტული მიმართულებები. 2017 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ქვემო ქართლის რეგიონში 400-მდე იფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქვემო ქართლისთვის. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები.ვფიქრობ 2018 წელი აღნიშნული მიმართულებებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონისთვის”-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0