მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო სირილ მიულერს, რომლის თვალწინ ჩვენმი ქვეყნის რეფორმები განვითარდა

15/09/2017

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობისა და მეგობრობის 25 წლისთავს. თუმცა მინდა პერსონალურადაც გადავუხადო დიდი მადლობა ბატონ მიულერს. ის მონაწილეობდა პირველ შეხვედრაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში ვაშინგტონში საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს ედუარდ შევარდნაძესა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შორის გაიმართა. ეს ადამიანი, რომლის თვალწინ საქართველოში რეფორმები განვითარდა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კარგად იცნობს საქართველოს და არის მისი რეალური მატიანე. „როგორც ბატონი მიულერი ჰყვება, 1993 წელს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდა თანამეგობრობისთვის გასაგზავნი წერილის მოსამზადებლად, რომ საქართველოს დახმარებოდნენ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0