მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველაზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვასამოსაბეჭდი ვერსია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

“მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან და „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„დღეს არის 23 თებერვალი. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ჩვენი გმირი იუნკერები, ყველა ის გმირი მოქალაქე, რომლებმაც ჩვენს დამოუკიდებლობას შესწირეს საკუთარი სიცოცხლე,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 79 times, 1 visit(s) today