მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან

07/09/2017

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0