მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება

25/11/2017

ძალიან მძიმე წუთებია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, მივუსამძიმრო ჩვენს რეგიონს, სრულიად საქართველოს.
ჩვენ გვყავს დაღუპული 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს მოქალაქე. სავადმყოფოებში გადაყვანილ იქნა სულ 21 ადამიანი, გაეწერა 11 მათგანი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები.
მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში ასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავგანწირისთვის.
ამ წუთისთვის საავადმყოფოებში რჩება საქართველოს, თურქეთის და ისრაელის 10 მოქალაქე.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0