მინისტრთა კაბინეტის სია შედგენილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით დიმიტრი ქუმსიშვილი პოლიტიკური პარტიებისადმი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ევროატლანტიკური საქართველოსთვის” მიმართვას გამოეხმაურა, რომ მინისტრობის კანდიდატები წინასწარ დაასახელონ.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ.
Visited 129 times, 1 visit(s) today