მინისტრი კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის – იტალიური კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს. ქიმიური წამლობა აქტიურად მიმდინარეობს კახეთში -დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლის რეგიონში. დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი. სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ. „ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ატარებს, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაცვას განადგურებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის გავრცელება. ქვეყნის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის კეთილსაიმედოობა კი, პირდაპირ კავშირშია როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფასთან, ასევე, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს.

Visited 175 times, 1 visit(s) today