მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა წლების განმავლობაში მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები, ასევე ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალურ დონეზე შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნასა და მხარდამჭერი სერვისებს, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს. მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, შშმ პირთა უფლებების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და თანამშრომლობა,რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მნიშვნელოვანია.

Visited 30 times, 1 visit(s) today