მინისტრი პანკისის ხეობაში სამუშაო შეხვედრებს მართავს

08/05/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ. ძალიან ბევრი პროექტი სპეციალურად პანკისის ხეობის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით ინერგება სკოლებში, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ხეობას და უშუალოდ ინტერესდებიან ყველა პრობლებით. მორიგ შეხვედრაზეც დირექტორებმა და პედაგოგებმა გულღიად ისაუბრეს ყველა საჭიროებაზე, მადლიერება გამოხატეს იმაზე, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა ხეობის პედაგოგების, მოსწავლეებისა თუ სკოლებისთვის. მათ ყველა კითხვას მინისტრმა უპასუხა და მხარდაჭერა აღუთქვა რამდენიმე მნიშველოვანი საკითხის მოგვარებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0