მინისტრმა ახალციხეში ორი სამუშაო შეხვედრა გამართა

20/04/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალციხეში სამუშაო შეხვედრა 300-მდე პედაგოგთან გამართა და რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო.
რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მონაწილეობით, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
რექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშუალოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0