მირიან ქათამაძემ სანაპირო ზოლი დაათვალიერა

18/11/2017

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ თანმხლებ პირებთან ერთად სანაპირო ზოლი, სკვერები და მინი სტადიონები დაათვალიერა. მერი მოსახლეობასაც გაესაუბრა და სამომავლო ინიციატივები გააცნო.
„ქობულეთი უნდა ვაქციოთ თანამედროვე ტურისტულ ქალაქად. სამომავლოდ ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებასთან ერთად ვგეგმავთ რეკრეაციული ზონების გაშენებასა და სპორტული მოედნების მოწყობას. მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“- აღნიშნა ქობულეთის მერმა.
წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი და 3 სპორტული მოედანი მოეწყო. ამ ეტაპისთვის კიდევ 6 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0