მირიან ქათამაძე სოფლებში აგრძელებს შეხვედრებს

20/03/2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში კვლავ აგრძელებს შეხვედრებს. მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ სახალვაშოს, დაბა ჩაქვსა და ბუკნარში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე და მერის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობასთან ერთად ის ძირითადი პრიორიტეტები განიხილა რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული. მოსახლეობამ სამივე სოფელში ძირითად პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების ბეტონირება დაასახელა
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0