მიუხედავად იმისა რომ ვითარება ჯერ კიდევ რთულია, სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მივდივართ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი სამსახურები პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, სამინისტროებისა და შეიარაღებული ძალების ჩართულობით მართლაც რომ გმირულად ებრძვიან სტიქიურ გამოწვევას.
„მიუხედავად იმისა რომ ვითარება ჯერ კიდევ რთულია, სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მივდივართ, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მოკლე ვადაში ნაკლები ზარალით, ზიანით დასრულდება და შემდგომში ჩვენ ყველა ერთად შევუდგებით ზიანის გამოსწორებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის-საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2017 წლის 22 აგვისტოს N5 ბრძანების დამტკიცების თაობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის-საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიხედვით, ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებული იქნება საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

Visited 126 times, 1 visit(s) today