მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს .
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

Visited 202 times, 1 visit(s) today