მიწის ნაკვეთებით საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა

08/06/2017

“საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი სახლები მიწის ნაკვეთებით საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
100 ეკომიგრანტ ოჯახს წალკის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, ახმეტის, სიღნაღის, გორის, ხონისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლები მიწის ნაკვეთით საკუთრებაში გადაეცა.
2016 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი უკვე 443 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0