მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე ბარიერები მოიხსნა

19/07/2016

დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი პროექტის თანახმად მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე ბარიერები მოიხსნება
. აღნიშნული პროექტის პარგლებში მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია მათ შორის სანოტარო მედიაცია. მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
პროექტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარების პროცესში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კვლავინდებურად ჩართული იქნება როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური ორგანო.
საჯარო რეესტრი სრულიად უფასოდ მოიძიებს ყველა დოკუმენტს და მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დამატებითი ხარჯის გაწევა.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისატვის დაინტერესებულ მოქალაქეებს შუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯაროს რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელები და საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0