მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

07/06/2016

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მიწის რეესტრის სახელმწიფო პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში გამართა. პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, მხარის გუბერნატორი და სამეგრელო ზემო- სვანეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ.
ახალი პროექტის თანახმად საჯარო რეესტრი მესაკუთრეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში, საჯარო რეესტრი სრულიად უფასოდ მოიძიებს და მოაწესრიგებს ყველა საჭირო დოკუმენტს და შექმნის ყველა საბუთს მარტივი და სწრაფი რეგისტრაციისთვის. ახალი კანონპროექტის თანახმად მიწის დაკანონებისთვის ბარიერი არ იქნება დოკუმენტებში შეცდომით ჩაწერილი სახელი და გვარი, შეუსაბამობა ან უზუსტრობა ასოებში. მიწის აზომვას კერძო ამზომველები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემტიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტანტაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
პროექტის დევიზია დაირეგისტრირე მიწა მარტივად და გახდი მესაკუთრე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0