მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ასეთ გახარებულ პატარებს ვხედავ

24/12/2019

ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის, ქალაქის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

“მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ასეთ გახარებულ პატარებს ვხედავ. ბავშვებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ნათელ მომავალს და თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ“ – მიმართა აღსაზრდელებს ზურაბ ნასარაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0