მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა

12/03/2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებებისა და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას, განიხილეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზები. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება. მინისტრის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიდგომებით იხელმძღვანელებს, სამინისტრო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში. შეხვედრაზე, იმსჯელეს პაციენტების ჩართულობის საკითხებზეც, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტებთან კომუნიკაცია უწყვეტად გაგრძელდება და იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად, შემდგომ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0