მიხეილ ჩხენკელი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20/11/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯენერ ედელმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე თავისი ხედვა გააცნო.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კი, თავის მხრივ, მინისტრს ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ფონდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომელიც სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განთლების ხარისხის გაძლიერებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0