მიხეილ ჩხენკელი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

30/01/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან. შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ ბულგარეთის ანტარქტიდის ინსტიტუტსა და საქართველოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობის თაობაზე. ასევე განიხილეს მიმდინარე წელს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეოგრაფიული რუკების ერთობლივი, ბულგარულ – ქართული გამოფენის მოწყობის საკითხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0