მიხეილ ჩხენკელი წმინდა ნინოს სახელობის სკოლას ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წმინდა ნინოს სახელობის სკოლას ეწვია და „რობოტექნიკის“ გაკვეთილებს დაესწრო. სპეციალურ პროგრამებზე დაფუძნებული სწავლების პროცესი, მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის კომპონენტებს. აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს „კეთებით სწავლების“ პრინციპს, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად ან გუნდურად, პრაქტიკული მუშაობით სწავლობენ.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მეთოდში, ” სწავლა კეთებით ” მიდგომის ინტეგრირება, სასწავლო პროცესს მოსწავლისათვის განსაკუთრებულად საინტერესოს და სახალისოს ხდის. ამ პროცესმა, სწავლების სრულიად ახალი მეთოდს – STEM განათლებას (მეთოდოლოგიას) დაუდო საფუძველი.

Visited 124 times, 1 visit(s) today