მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ის სიახლეები გააცნო, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების სქემაზე.
მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებს აზროვნებაზე ორიენტირებული პროექტი „ევრიკა“გააცნო, რომელიც გაზრდის სწავლის ხარისხს და საუნივერსიტეტო სივრცეს სკოლებთან დაახლოებს.
შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და ამ კუთხით მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს.

Visited 227 times, 1 visit(s) today