მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან

08/09/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ.ტალინში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ხორვატიის ვიცე-პრემიერთან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0