მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა

19/05/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქ. ნიქოზიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა. სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2017 წლის მაისში მიიღო.
კონვენცია მიზნად ისახავს მოახდინოს პრევენცია და დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, ასევე ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას.
კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.
საქართველოს მხრიდან აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა ევროპის საბჭოს იმ ღირებულებების დაცვას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0