მიხეილ ჯანელიძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო

20/07/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმითის ხელმძღვანელობით. მიხეილ ჯანელიძემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ირლანდიელ პარლამენტარებს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის მიერ 2017 წლის თებერვალში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისათვის. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარე ძალიან აფასებს ირლანდიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მტკიცე მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით ღირებულია ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესისა და დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0